,,მაშველები ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ“ – თერჯოლაში მომხდარი ტრაგედია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ერთი მოქალაქის ამოყვანა ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები. ამ ეტაპზე მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები