ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ოკუპანტების საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა 3 წლის ბავშვი. მისი ცხედარი სახლის ნანგრევებში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულია 8 ადამიანი. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ოდესის რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.

მსგავსი თემები