მოსკოვში ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მოსკოვში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. სულ ცოტა ხნის წინ ცხედარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დაგვიანებით დაიწყო. შემდეგ კი მას მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია. მოქალაქეების ნაწილი ეკლესიის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბა, სადაც პოლიციამ ბარიკადები დაამონტაჟა.

რუს ოპოზიცონერთან გამოსამშვიდობებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის. მატ შორის არიან რუსეთში აკრედიტებული ალჩებიც.

მსგავსი თემები