პოლიცია ბორისოვის სასაფლაოზე არ უშვებს მანქანას, რომელშიც ნავალნის ცხედარია დასვენებული

მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, ოჯახს ალექსეი ნავალნის ცხედრის შესვენების საშუალებას არ აძლევენ. სასაფლაოს ტერიტორიაზე არ უშვებენ არც მოქალაქეებს. ახლა ტერიტორიაზე სპეციალურ სამსახურს ელოდებიან.

ინფორმაციას ნავალნის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი ავრცელებს და წერს: “სობიანინის იდიოტმა პოლიციელებმა მანქანა, რომელშიც ნავალნის ცხედარია, დაბლოკეს. ის სასაფლაოზე დგას და ვერ ახერხებენ ალექსეის გაყვანას”.

მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.

მსგავსი თემები