პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა. დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა…

მეტი...

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.

მეტი...

საქართველოს მთავრობამ კომპანიებისთვის ახალი კანონი მიიღო

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის N101 დადგენილებით, 1 იანვრიდან, ობიექტებმა, რომელთა ყოველწლიური ბრუნვა 500 000 ლარზე მეტია, ყოველ მთავარ შესასვლელთან ორი, 3 მეგაპიქსელზე მეტი გარჩევადობის IP ვიდეომეთვალყურეობის კამერა, ხოლო, ყოველ სათადარიგო შესასვლელთან, ერთი კამერა უნდა დაამონტაჟონ. ასევე, აუცილებელია ჩამწერი (NVR) მოწყობილობა, რომელიც ჩანაწერს შეინახავს არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა. ჰომი, Tp-Link-თან პარტნიორობის ფარგლებში, კანონის დადგენილებით მოთხოვნილ, პროფესიონალურ სამეთვალყურეო ვიდეოკამერებსა და NVR-ებს გთავაზობთ. თუ გსურს ჩვენგან აქციებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, მოგვწერე Email-ზე დასტური ტექსტით – „თანახმა ვარ მივიღო ინფორმაცია ჰომისგან“.

მეტი...

საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 22 ქულა მიენიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 36. ანგარიში, რომელიც 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სრულად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, მის მთავარ მიგნებებში ნახსენებია ე.წ. რუსული კანონი, რომლის მიღებაც “ქართულმა ოცნებას” გასულ წელს სურდა და მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ უკან გაიწვია.

მეტი...

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტო მასალას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ეუთოს 45-მა წევრმა ქვეყანამ ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას მხარი დაუჭირა

ეუთოს 45-მა წევრმა ქვეყანამ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების რუსეთის მიერ თვითნებური დაკავების საპასუხოდ, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ 45 ქვეყნის სახელით ეუთოში ლუქსემბურგის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟან გრაფმა მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი დელეგაციები, დღეს, უკრაინის მხარდაჭერით, გაუგზავნიან ODIHR-ის დირექტორს, მატეო მეკაჩის, შემდეგ წერილს, რომელშიც გამოყენებული იქნება “მოსკოვის მექანიზმი”, რადგან ჩვენ კვლავ ვგრძნობთ შეშფოთებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის შედეგად, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების გამო”, – განაცხადა დიპლომატმა. “მოსკოვის მექანიზმი” ეუთოს ათი ან მეტი მონაწილე…

მეტი...

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფიც იმყოფებოდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.

მეტი...

დღეიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება. დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა კანონის სხვა ნაწილიც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც.

მეტი...