აზარაშვილის შეცვლის გეგმა არ მქონია, ხარვეზები დავინახე – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებაზე.

კობახიძემ თქვა, რომ მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. პრობლემას ხედავდა მართვის კომუნიკაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით კი სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო.

,,გითხარით, რომ ზოგადად არ ვგეგმავდი იმ მომენტისთვის არავითარ ცვლილებას, ეს იყო პროცესი, საბოლოო ჯამში იყო ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. თქვენ თქვით, რომ არცერთი მინისტრი არ შეიცვლებოდა არჩევნებამდე ასეთი გეგმა არ მქონდა, ნამდვილად არ მქონდა, როცა პასუხი გაგეცით ნამდვილად არ შედიოდა ჩემ გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე მე ხარვეზები და ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან.

ახალ მინისტრზე ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ რის, ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის წარმომადგენლებთან, გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები