ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, რუსულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე რუსმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია “იაბლოკოს” თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი მორევი, მერინოს სადგურზე, რუსეთის უშიშრობამ პირდაპირ მანქანიდან გაიტაცა.

მოსკოვის გარდა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკშიც. რუსული პოლიცია დღეს სხვა ქალაქების მემორიალებთანაც იყო მობილიზებული, სადაც ნავალნის მხარდამჭერებს ყვავილები მიჰქონდთ.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

მსგავსი თემები