ბათუმში, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ – არიან დაშავებულები

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტომასალას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეჯახებისას კიდევ ორი ავტომობილი დაზიანდა. როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები