უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას უკვე მიმდინარე წელს, 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხდრ დახმარებას გაუწევს. დოკუმენტი ითვალისწინებს სამომავლო ათწლიან დახმარებასაც და მას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და ნიდერლანდების პრემიერმა მოაწერეს.

„დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, – დაწერა ზელენსკიმ.

დოკუმენტის მიხედვით, ნიდერლანდები ასევე მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.

მსგავსი თემები