რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არსებული ინფორმაციით, დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია შეასრულებს.

გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი – ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერთან საუბრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები