დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.

,,მართალია გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი სურვილია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანარჩენს, როგორც პირველად ვთქვი ცხოვრება გვაჩვენებს, ცხოვრება გრძელდება”, – თქვა გიორგი მამალაძემ.

ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება.

,,ხედავთ, დაწოლილ მდგომარეობაში მიგვყავს, მაგრამ, ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ თავისი ფეხით დაუბრუნდება სამშობლოს და თავის ოჯახს”, – თქვა თორნიკე მამალაძემ.

მსგავსი თემები