6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, 6-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა. 22 დაშავებული, მძიმე დამწვრობებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეებმა შენობიდან, უვნებლად, 75 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ახლომდებარე რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები