გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსეი ვარზიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის განკარგულებაში წერია, რომ ვარზიევის მოვალეობების შესრულება მის “მოადგილეს”, ანდრეი გაგლოევს დაეკისრა.

მსგავსი თემები