სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანს ეძებენ

სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. მათ კვალზე ვერც პოლიცია გავიდა.

,,პოლიციელები 3 დღეა მეუბნებიან, დღე და ღამე ეძებენ და არ არის. ისინი იციან სად არის, მაგრამ მეუბნებიან, ჩვენც არ ვიცით. არ ვიცი, რანაირად მოიპარეს. ისინი მეუბნებიან, ვითომ ჩემი გოგო არის წასული. 13 წლის გოგო როგორ უნდა წავიდეს. თუ ჩემი გოგო იყო წასული, მოაბრუნონ ჩემი გოგო. პოლიციაში ჩემი ბავშვის წერილია. არ ვიცი ვითომ გოგომ ჩაწერა რომ მოდი და მოდი და წაიღე ჩემი თავი. ჩემი ბავშვის წერილი არ არის”, – ამბობს 13 წლის გოგოს მამა.

მსგავსი თემები