ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალის გზაზე – დაღუპულია 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალა-რუსთავის გზაზე. სავარაუდოდ, დაღუპულია ორი ადამიანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები