ირაკლი კობახიძემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც გაათავისუფლა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილიც, გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

ცნობისთვის დღეს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.

მსგავსი თემები