სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს.

“ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი.

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,” – წერს დავით ასათიანი.

მსგავსი თემები