ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი მართლაც იყო პარიზში უკრაინის უსაფრთხოების სამიტზე განხილვის თემა, მას მცირე დრო დაეთმო და სამიტის მონაწილეების უმეტესობისთვის, ეს იდეა მიუღებელია.

მისივე თქმით, ევროპის სახელმწიფოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აღარ დაუბრუნდებიან.

მსგავსი თემები