გარდაიცვალა მსოფლიო კინოს კლასიკოსი პაოლო ტავიანი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკოსი, იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, 29 თებერვალს, საღამოს, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.

ძმები ტავიანები, პაოლო და ვიტორიო, 20-მდე ფილმის თანაავტორები იყვნენ. მათ შორის კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმების, „მამა-ბატონი“(1977წ.) და „კეისარი უნდა მოკვდეს“(2012წ.).

ვიტორიო ტავიანი 2018 წელს გარდაიცვალა. პაოლო ტავიანიმ ძმას მიუძღვნა 2022 წელს გადაღებული ფილმი „მშვიდობით, ლეონორა“.

მსგავსი თემები