„პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს – ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა“ – ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

მეუფე გრიგოლ კაცია, პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ქმედებას უწოდებს.

,,ეკლესია არის ერთადერთი პროქართული და პროეროვნული. პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს. უფრო პოლიტიკური რაღაცაა, ხომ მოდის არჩევნები და ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა,” – აცხადებს ეპისკოპოსი, წალკის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლი (კაცია).

მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია კი, სალომე ზურაბიშვილს არაადეკვატურს უწოდებს:

,,ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია. მას საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს. საერთოდ, ქართულად თუ ფიქრობს. ძალიან გამიკვირდა საერთოდ მაგის პრეზიდენტობაც, კი იცით ჩემი გამონათქვამი მისი პრეზიდენტობის დროს. დადებითი არაფერი არ შემიძლია, რომ ვთქვა”, – აღნიშნავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი (ბულუხია).

 

 

მსგავსი თემები