,,მთავარი არხის” სიძეა, ნორმალურს რას ჩაწერდა” – ირაკლი ზარქუა

,,მთავარი არხის” სიძეა, ნორმალურს რას ჩაწერდა”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ზარქუა მიუნხენის კონფერენციის ჩანაწერს. საუბარია ივანიშვილის პრორუს ოლიგარქად მოხსენიებაზე. მისი თქმით, ჩანაწერი “მთავარი არხის” თანამშრომლის ქმრის ავტორობით გაკეთდა:

“ის ჩანაწერი, რაც გაკეთდა არის კატეგორიულად მიუღებელი. მერე წყაროებით დავინტერესდი საიდან, როგორ აღმოჩნდა და აღმოჩნდა, რომ ბატონი რენე ჟენტე, თუ არ ვცდები, თქვენი, “მთავარი არხის” სიძეა. თქვენი კოლეგის, დადუნაშვილის, მე მგონი, ქმარია. გასაგებია ყველაფერი, ნაციონალური მოძრაობა, “მთავარი არხი” , მისი ლობისტი, მისი წარმომადგენელი ნორმალურს რას ჩაწერდა”, – ამბობს ზარქუა.

მსგავსი თემები