“ევროოპტიმისტები” საგარეო საქმეთა მინისტრს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ჯგუფი “ევროოპტიმისტები” საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

როგორც დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხი ეხება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწიელობას.

,,ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება, ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. სპეციალურ სიებში რომ შეიყვანონ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა”, – თქვა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები