მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესი არ დაამტკიცებს კანონს, რომელიც მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ კონგრესი არ დაამტკიცებს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც უკრაინის და ისრაელის დახმარებას მოიცავს:

„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ წარმომადგენელთა პალატას, რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით არ აიძულებენ, მიიღოს კანონი საგარეო დახმარების შესახებ, რომლის წინააღმდეგაც გამოდის რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა და რომელიც არ მოიცავს ზომებს ჩვენი საკუთარი საზღვრის დასაცავად“ – განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები