აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს. მაიორკასს რესპუბლიკელები მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ,რომ მან ვერ შეძლო დადებული ფიცის შესრულება და მოვალეობის შესრულება საზღვრის დასაცავად. მაიორკასის იმპიჩმენტის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ. შიდა უსაფრთხოების მდივანი პირველია, რომელსაც ბოლო 150 წლის განმავლობაში იმპიჩმენტი მოუწყვეს.

მეტი...

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს. 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ. მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

თურქეთში მეწყერი ჩამოწვა – დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი

თურქეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ერზინჯანის პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა. დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული. მეწყრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,წვიმა და ტემპერატურის კლება” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14 თებერვალს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში 14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

,,სტიქიის ზონებში გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს” – გარემოს ეროვნული სააგენტო

სტიქიის ზონებში 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს, მდგრად ადგილზე გადაყვანას 300-მდე ოჯახი დაექვემდებარა. გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას აგრძელებს. გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ…

მეტი...

ხანძარი წალენჯიხაში

წალენჯიხაში, კერძოდ მუჟავაში ხანძარი განჩნდა. ქ. ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის სახანძრო ბრიგადები მთის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს გვიან ღამემდე ებრძოდნენ. ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს, 4 ლოკაციაზე გაჩნდა.  დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი მიწის ფართობი. როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ამბობს, პირველადი მოკვლევით, სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის მომზადება გახდა. დღეს, დილიდან მომხდარზე მოკვლევა დაიწყება.  

მეტი...