დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

,,დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია ნათქვამი.

დოკუმენტში, 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი. დასახლებების 24% საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში.

ბიულეტენში ასევე აღწერილია 2010-2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 120 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს მხოლოდ 250 იყო.

მსგავსი თემები