Facebook მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Facebook მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

შეფერხება აპლიკაციის Desktop ვერსიის მომხმარებლებს აქვთ. DownDetector-ზე შესული მოხსენებების 78% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 17% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 5% კი ამბობს, რომ არ შეუძლია პოსტების განთავსება.

როგორც მომხმარებლები წერენ, მათ უმეტესობას, დესკტოპ ვერსიის გამოყენებისას, არ შეუძლიათ Facebook-ის საიტზე შესვლა, რადგან ვებგვერდი სრულიად გათეთრებულია და არ რეაგირებს.

მსგავსი თემები