უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი ჩაძირეს

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი “ცეზარ კუნიკოვი” ჩაძირეს.

გამოცემა “Украинской правда”-ს ცნობით, გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი. თავდასხმა დრონებით მოხდა.

რუსული გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მსგავსი თემები