ევროკავშირი ჩრდ. კორეისთვის სანქციების დაწესებას აპირებს

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის მიზეზად კი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებას ასახელებს.

ევროკავშირი აპირებს, სანქციების სიაში შეიყვანოს ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ადმინისტრაცია, სამთავრობო ორგანო, რომელიც ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ზედამხედველობს.

ასევე, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს იმ ათეულობით პირს და ორგანიზაციას, რომლებიც იარაღის წარმოებასა და შესყიდვაში მონაწილეობენ. ევროკავშირის ეს ზომები, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე რუს ჩინოვნიკსაც შეეხოს.

Bloomberg-ის თანახმად, EU ასევე აპირებს ექსპორტის შეზღუდვები დაუწესოს ჩინურ და ინდურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს აკრძალული ტექნოლოგიებითა და ელექტრონიკით ამარაგებენ.

 

მსგავსი თემები