ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს, მგზავრებს კი ბორტის დატოვება მოსთხოვეს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ამავე რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები