თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა – ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია გახდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

,,აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”, – ვკითხულობთ აეროპორტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მსგავსი თემები