,,რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს” – მიხეილ სააკაშვილი

,,რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს”, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სტატიას ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს.

,,თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, რა თქმა უნდა, ომი ამ დროებითი გაყინვის შემდეგ მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე არ შეიძლება იყოს რეალური მშვიდობა, არამედ მხოლოდ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა თავიდან აირიდოს კიდევ უფროი ძვირი ომი ნატოსთან მომავალში – “თავის დასაცავად ერთადერთი შანსი არის უკრაინის გამარჯვება ახლა შესაძლებელი გახდეს”.

გამოცემა წერს, რომ Amnesty International და ევროპის საბჭოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ეთანხმება ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალური მოძრაობას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

მსგავსი თემები