რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კორპუსი და საავადმყოფო დაბომბეს

14 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ქალაქზე მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს. სელიდოვოში, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალი, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხუთსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც მთელი სადარბაზო ჩამოინგრა.

მსგავსი თემები