დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელმაც ნაჯახით მშობლები, და, ძმა და დისშვილი მოკლა

ბაქოში დააკავეს 25 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ახმედ ახმედოვი, რომელიც ეჭვმიტანილია მშობლების, მცირეწლოვანი ძმის, ასევე დისა და შვილის მკვლელობაში.

როგორც Sputnik აზერბაიჯანი იუწყება, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ახმედ ახმედოვმა ბაქოში თავისი და, ახმედოვა ელმირა (დაბადებული 1997 წელს) და მისი 5 წლის ქალიშვილი, ულვია ნიფტალიევა ნაჯახით მოკლა. ამის შემდეგ მან დახოცა  მშობლები – მეჰმანი (დაიბადა 1972 წელს) და ბიკე (დაიბადა 1977 წელს) ახმედოვები, ასევე 8 წლის ძმა, მუჰამედი.

მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. დანაშაულს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი. მათივე თქმით, 25 წლის აჰმედი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება.

 

მსგავსი თემები