„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავედით“ – ალექსანდრ სირსკი

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავედით” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„თავდაცვითი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება, ჩვენი სიმაგრეების გამოყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული ომის საშუალებების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტაქტიკა. მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა, იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა“, – განაცხადა სირკიმ.

მსგავსი თემები