აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა

აზერბაიჯანის მთავრობა გადადგა. კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ მთავრობის წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრები დროებით მოვალეობების შემსრულებლების რანგში გააგრძელებენ მუშაობას.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის ფიცი დადო. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმათა 92,12%-ით გაიმარჯვა.

მსგავსი თემები