ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მეხანძრეები ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება.

ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა. ცეცხლმა დააზიანა სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეშიც.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.

მსგავსი თემები