პოლონეთში, ორი ქართველი დააკავეს – მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ვარშავაში ლატარიის ბილეთების ქურდობისთვის, 39 და 55 წლის ქართველები დააკავეს. მათ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ლატარიის 200, გადასაფხეკი ბილეთი მოიპარეს.

პოლიციამ დამნაშავეები სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან იპოვეს. ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს. თუმცა, რა თანხა მოიგეს ქართველებმა, უცნობია.

დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი თემები