,,ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს” – კახა კალაძე

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ხალხის მხარდაჭერაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

„ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც გასული წლების განმავლობაში.

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები