თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის

თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან შესახვედრად 14 თებერვალს გაემგზავრება. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ანკარამ და კაირომ გააუმჯობესეს ურთიერთობები გასულ წელს ელჩების დანიშვნის გზით.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი კოლეგასთან ერთად განიხილავს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის ვაჭრობას, ენერგეტიკასა და უსაფრთხოებას.

,,ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია მნიშვნელოვანია ეგვიპტისთვის გარკვეული ტექნოლოგიების არსებობისთვის. ჩვენ გვაქვს შეთანხმება უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდებაზე”, – თქვა ფიდანმა.

მსგავსი თემები