,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში”. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში მოსმენის დროს განაცხადა.

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში.

დიდი პატივია, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები