პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს დეპუტატები მოუსმენენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს.

დღეს ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის კანდიდატის რანგში მისი უკვე ყოფილი კოლეგების წინაშე პირველად წარდგება. ეს სამინისტრო ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელიც ახალი პრემიერის პირობებში შეიცვლება.

დღესვე, ჩანიშნულია კიდევ ერთი სხდომა, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მსგავსი თემები