,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს ირანზე” – ჯეიკ სალივანი

,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს ირანზე”. ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს და დამატებით ქმედებებს, რათა გავაგრძელოთ მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როდესაც ჩვენი ხალხი დაიღუპება”, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-მა საპასუხო დარტყმების პირველი ტალღა, პარასკევს, ერაყსა და სირიაში, 85-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელა. ცნობილია, რომ ისინი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს უკავშირდება. შაბათს კი აშშ-მა და ბრიტანეთმა დარტყმები იემენში 36 ჰუთის სამიზნეზე განახორციელეს. პენტაგონის განცხადებით, შაბათის თავდასხმები მიზნად ისახავდა იემენის 13 ობიექტს, რომლებიც ჰუთებმა წითელი ზღვის გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.

მსგავსი თემები