„უნდა რცხვენოდეს, როცა ქართველ მანდილოსანს უცხოელი შეურაცხყოფას აყენებს“ – ლომია ვოლსკის პასუხობს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმდჯომარე გიორგი ლომია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გიორგი ვოლსკის პასუხობს და აცხადებს, რომ მან გაუაზრებელი განცხადება გააკეთა. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველ მამაკაცს უნდა რცხვენოდეს, როცა ქართველ მანდილოსანს უცხოელი შეურაცხყოფას აყენებს.

„არ ვიცი, ვოლსკი მსგავს გაცხადებას რატომ აკეთებს. ალბათ, თავად ახსნის.  ვფიქრობ, გაუაზრებლად აქვს ნათქვამი, რადგანაც, ჩვენს მიერ ჩატარებულ აქციაში  მავნებლური არაფერია. ეს აქცია არ იყო ამერიკის და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ ზოგიერთი ამერიკის მოქალაქე სერიოზულად არცხვენს ამერიკას საქართველოში. ანტიამერიკული გაწყობა კი, რომელიც საქართველოში არსებობს,  სწორედ კრამერების, რაიზების, სააკაშილების, ბოკერიებისა და მსგავსი ხალხის დამსახურება“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება გიორგი ვოლსკის განცხადებას,  რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამერიკის საელჩოსთან გამართული აქცია მავნებლურია, გიორგი ლომიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები უფრო მავნებლური და შეურაცხმყოფელია.

„უნდა რცხვენოდეს ქართველ მამაკაცს, როდესაც ქართველ მანდილოსანს შეურაცხყოფას აყენებს უცხოელი. ის რომ არ გამოვა და არ დაიცავს ქართველ მანდილოსანს, ეს ძალიან დიდი სირცხვილია ქართველი კაცისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის მანდილოსანი. მარტო ირმა ინაშვილზე არ ვსაუბრობ. ვინმე უცხოელს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა, ქართველი ქალბატონისთვის შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა მე პირადად გამოვიდოდი და დავგმობდი ესეთ საქციელს“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები