თავდამსხმელმა ტყეში კაცის და ბავშვის მკვლელობა აღიარა – თავდასხმელის წერილი

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, მანამდე ორმაგი მკვლელობა აღიარა თავის თვითმკვლელობის წერილში.

დევიდ კოზაკის სახლში ნაპოვნი ჩანაწერი შეიცავდა აღიარებას, რომ მან 15 დეკემბერს, ჩარლზის უნივერსიტეტის თავდასხმამდე ექვსი დღით ადრე ქალაქის მახლობლად ტყეში მოკლა მამაკაცი და მისი პატარა ქალიშვილი.

კოზაკმა მამაც მოკლა, რის შედეგადაც მისი მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ის 4 000 ეჭვმიტანილთა სიაში იყო აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით.

თავდასხმის დღეს კოზაკმა მამამისიც მოკლა. 24 წლის ბიჭი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრანტი იყო. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყაში მოაქცია.

მსგავსი თემები