კარასინის თქმით, აფხაზეთში საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა ტერიტორიის დაკარგვას ნიშნავს“.

მისი განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში „საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება.

„ეს სახელმწიფო აგარაკი არის ძველი, სტალინის დროინდელი. ორი წლის წინ ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას და ის ჩვენი საკუთრება გახდა. ახლა მოხდა შეთანხმების რატიფიცირება. ასე იწყებენ ე.წ. მეგობრები ბუნტის ორგანიზებას, იქ ახლოს მდებარეობს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი თემები