„პუტინს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა”- მიხეილ სააკაშვილი

„პუტინს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა“,- ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ფრანგულ გამოცემა Le Point-სთვის მიცემული ინტერვიუ ვრცელდება.

მისი თქმით,  რუსეთი გაიჭედა და კოლაფსისთვის არის განწირული.

Le Point: ზოგიერთები დასავლეთში უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. რამდენად მართლები არიან ისინი? შესაძლებელია ჯერ კიდევ პუტინთან მოლაპარაკება?

მიხეილ სააკაშვილი: პუტინთან მოლაპარაკებები აბსოლუტურად შეუძლებელია. 2008 წელს ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიას იძლეოდა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე დღეში დაარღვია იმაზე დაყრდნობით, რომ აუცილებელია ახალი რეალობის გათვალისწინება. რუსეთს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა და შემდეგ ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმა.

Le Point: თუ გახსოვთ პუტინთან დღევანდელი სიტუაციის აღმწერი საუბარი?

მიხეილ სააკაშვილი: პუტინთან ჩემი ბოლო შეხვედრის დროს მან მითხრა: „თქვენი დასავლელი მეგობრები ბევრ სიკეთეს გპირდებიან, მაგრამ საკუთარ დაპირებებს არ ასრულებენ. მე კარგს არაფერს გპირდები, მაგრამ საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“.

Le Point: თქვენ კარგად იცნობთ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვლით თუ არა, რომ მას საკუთარი სტრატეგიის შეცვლა მართებს?

მიხეილ სააკაშვილი: ზელენსკი გააგრძელებს უკვე დაწყებულ რეფორმებს და შიდა რეპრესიებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ არსებობას პარლამენტისა და თვითმმართველობის დონეებზე, რომლებიც ბლოკავენ და აფერხებენ ზელენსკის ზოგიერთ რეფორმებს ომის პირობებშიც კი.

მსგავსი თემები