14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმე – ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული გოგონას დედა და ბიძა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა მოსამართლეს.
მოსამართლემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.