ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში – ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა

აბაშაში, სოფელ მარანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.

 

მსგავსი თემები