,,სამხედრო მოსამსახურე გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს”- თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

მსგავსი თემები