როგორ იგეგმებოდა და ვითარდებოდა შანხაი – ქალაქი ერთ მუზეუმში

ფანჯარა შანხაის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის – დიახ, ეს არის მთლიანი ქალაქი, შანხაი მოქცეული ერთ მუზეუმში. შანხაის ურბანული დაგეგმარების მუზეუმი სწორედ ის სივრცეა, სადაც მთელი შანხაის დაგეგმარებას, განვითარებას, ისტორიას  და თანამედროვეობას გაეცნობით.

შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო ცენტრი მდებარეობს შანხაიში, სახალხო მოედანზე, მუნიციპალური მთავრობის შენობის მიმდებარედ. საგამოფენო ცენტრი არის ექვსსართულიანი შენობა, ორი სარდაფით, რომელიც გვაცნობს  შანხაის ურბანული დაგეგმარებასა და განვითარებას. მუზეუმი 3600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი.

შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი აშენდა ქალაქის დაგეგმარებისა და მშენებლობის მიღწევების საჩვენებლად. მას აქვს მრავალი ფუნქცია, როგორიცაა გამოფენა, მინიშნება, კვლევა, კომუნიკაცია, დასვენება და გართობა. შენობის ძირითადი ნაწილი მოიცავს შანხაის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე და მის ფარგლებს გარეთ.

თითოეული ქუჩა, შენობა თუ წერტილი აქ იმდენად დეტალურადაა აღწერილი და გაშლილი ციფრული ტექნოლოგებით, სრული განცდა იქმნება რომ მოგზაურობთ უძველესი შანხაის ქუჩებიდან თანამედროვეობაში. ყველა წვრილმანი გადატანილია ეკრანზე. თანამედროვე ტექნოლოგიები კი სწორედ იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდეთ და გაიხნოთ მაგალითად შანხაის კონკრეტული უბანი როგორი იყო წლების წინ, როგორ ვითარდებოდა, როგორ იგეგმებოდა და როგორია დღეს.

ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი ვირტუალური რეალობა იძლევა. დიდი ქალაქგეგმარების რეალური მოდელი კი მომავალ ქალქსაც გაცნობთ.

მუზეუმის  შენობის ზედა ნაწილი გაფორმებულია თეთრი მაგნოლიის – შანხაის ყვავილის სახით. შენობის დიზაინს კი ინიჭებული აქვს  “თეთრი მაგნოლიის თასი” და ჩინეთის “ლუბანის თასი” – არქიტექტურულ მშენებლობაში ჩინეთის უმაღლესი ჯილდო.

გახსნის დღიდან შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი დამთვარიელებელს ვერ იტევს.  წლების განმავლობაში ის გახდა ეროვნული, სამეცნიერო, განათლების,  განათლებისა და გარემოს დაცვის ცენტრი.   ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი განიხილება, როგორც ფანჯარა შანხაის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის.

ეს არის მნიშვნელოვანი ფანჯარა მიღწევების საჩვენებლად.

შანხაიში 4 ახალი დასახლება შენდება სადაც 4 მილიონი ადამიანი დასახლდება (ვიდეორეპორტაჟი)

ეკა გულუა შანხაიდან

მსგავსი თემები